საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფოლ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები იწყება

საქართველო, თბილისი - 13:20 | 23.10.2015
ნანახია: 1644

საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა სურს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქიმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბერის შუა რიცხვებში დაიწყებს, რაც საქართველოსთვის დამატებით 1 მლრდ 400 მლნ დოლარიანი ბაზარია.

საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ქუმსიშვილის განმარტებით, 2014 წლის 1-ელ სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება.

"სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის შეჯამებისას აღნიშნა, 2012-2015 წლებში მნიშვნელოოვნად შეიცვალა საქართველოს საერთაშორისო ბაზრების წილობრივი სტრუქტურა რეგიონალურ ჭრილში. ევროკავშირში ექსპორტი 81 %-ით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 15 %-დან 29 %-მდე გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე