აჭარაში მომსახურების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა
საქართველო, თბილისი - 14:00 | 06.12.2016 ნანახია: 1477
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში მომსახურების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევამ, რომელიც რეგიონში „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით განხორციელდა, სერვისში დადებითი ტენდენციები გამოავლინა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინა წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა რეგიონში საუკეთესო და 11%-ით კარგი სერვისის მქონე სასტუმროების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე სასტუმროების რიცხვს, ის წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. ზოგადად, მომსახურების ხარისხი სასტუმროებში 7%-ით, მარკეტინგი 13%-ით, ხოლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა 14%-ით არის გაუმჯობესებული.
მათივე ინფორმაციით, დადებითი ტენდენციები ფიქსირდება კვების ობიექტებშიც. 5%-ითაა გაზრდილი აჭარაში საუკეთესო და 17%-ით კარგი სერვისის მქონე კვების ობიექტების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე კვების ობიექტებს, მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული. კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯმენტი ზოგადად, რესტორნებსა და კაფეებში 13-ითაა გაუმჯობესებული. რასაც ვერ ვიტყვით პერსონალის მომსახურების კულტურაზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 1 % -თაა შემცირებული.
„წელს, პროექტის ფარგლებში 150 ტურისტულ ობიექტში განვახორციელეთ სერვისის კვლევა. სასიხარულოა, რომ კვლევაში დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა და რეგიონში გაიზარდა მაღალი სერვისი მქონე სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობა. ჩვენ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებსა და რეკომენდაციებს მასში მონაწილე ობიექტებს ინდივიდუალურად მივაწვდით. ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს სად აქვს ხარვეზები ან რა უპირატესობებს ფლობს. სერვისის კვლევის შედეგები მათ დაეხმარება უკეთესად დაგეგმონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაითვალისწინონ მომხმარებლის შეფასებები“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით სერვისის ხარისხი აჭარაში 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა. კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა, თუ როგორ ღებულობენ სტუმრებს სასტუმროს მიმღებში, როგორ უმკლავდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან, როგორი აქვთ მარკეტინგი, ასევე როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი. აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი.
„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















