თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იხსნება

საქართველო, თბილისი - 12:50 | 28.11.2016
ნანახია: 1589

დღეს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება. ფესტივალი 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე