22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 22.10.2015
ნანახია: 1697

ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით, მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ CITES კონვენციის გენერალურ მდივანთან ჯონ სკანლონთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი 50 -მდე კიპაროსისა და კედარის სახეობის ნერგები დაირგო.

აქციაში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მერიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე