მარსზე უზარმაზარი ზღვა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:19 | 23.11.2016
ნანახია: 1926

ამერიკელმა და კანადელმა გეოფიზოკოსებმა მარსზე აღმოაჩინეს უზარმაზარი ზღვა, რომელიც გაყინული წყლებისგან შედგებოდა და პლანეტის ზედაპირის ქვეშ იყო დამალული. კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

ფენა, რომელიც წყლის ყინულისგან  (50-80 პროცენტით), ქვიშისა და გაზებისგან შედგება, მდებარეობს ზედაპირიდან 1-10 მეტრის სიღრმეში. გაყინულ წყალსაცავი 80-170 მეტრის სისქისაა და მისი  მოცულობა 14,3 ათას კუბურ კილომეტრს შეადგენს.

გაყინული ზღვის აღმოჩენა ორბიტალური სადგურის MRO-ის რადიოლოკატორის SHARAD-ის მეშვეობით მოხერხდა.

ორბიტალური აპარატი MRO მარსზე 2005 წელს გაუშვეს. 2006 წელს კი მან წითელ პლანეტას მიაღწია. 2008 წელს მისი ძირითადი მისია დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა НАСА-მ  MRO -ს მუშაობა გააგრძელა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე