2017 წლის ბოლომდე თბილისს კიდევ ერთი საწარმო შეემატება

საქართველო, თბილისი - 11:27 | 22.10.2015
ნანახია: 1600

2017 წლის ბოლომდე თბილისს კიდევ ერთი საწარმო შეემატება. მთავრობამ კომპანია „უნიკოს“ კახეთის გზატკეცილზე, №40-ში მდებარე 4164.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 1 ლარად იმ პირობით გადასცა, რომ ინვესტორი აღნიშნულ ფართზე ქვისა და მინერალური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს გახსნის.

საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, „უნიკომ” 1 მლნ 576 ათას 818 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საწარომ წლის განმავლობაში მინიმუმ 3000 კვ/მ,მარმარილო ან ქვა, 5000 კვ/მ - გრანიტი და 1000 კვ/მ სხვა კერამიკული ნაწარმის წარმოება უნდა უზრუნველყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე