5 წლის შემდეგ მამაკაცები მშობიარობას შეძლებენ

საქართველო, თბილისი - 10:32 | 16.11.2016
ნანახია: 5886

დაახლოებით 5-10 წლის შემდეგ ექიმები მამაკაცის ორგანიზმში საშვილოსნოს გადატანას შეძლებენ, რაც მამაკაცებს ბავშვების გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ VladNews-ი წერს.

დღეს ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ თეორიულად განიხილავენ, თუმცა მალე მედიცინა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ საშვილოსნოს გადანერგვა მამაკაცის ორგანიზმში რეალური გახდება. სპეციალისტების აზრით, საშვილოსნოს გადანერგვის ცდები, ასევე სისხლძარღვების კომპლექსის მოდელირება და შექმნა, რომელიც ნაყოფის სიცოცხლეს უზრუნველყოფს, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყება.

მეცნიერების ცნობით, მამაკაცების მომზადება ორსულობისა და მშობიარობისთვის მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას ტესტოსტერონისა და პროგესტერონის დონის დარეგულირებითა და ესტროგენის ინექციებით. მსგავს პროცედურას გადიან დღეს მამაკაცები, რომლებიც სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებენ. მეცნიერთა თქმით, ძირითადი პრობლემა  იქნება ემბრიონის გადატანა უკვე გადანერგილ საშვილოსნოში, რომლის პრინციპიც ჯერ კიდევ უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე