დავით ნარმანია: 2017 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მლნ-მდე შევამცირებთ
საქართველო, თბილისი - 11:00 | 15.11.2016 ნანახია: 1872
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებულია. ქალაქს ძალიან ბევრი საჭიროება აქვს და შეზღუდული ფინანსური რესურსის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, 800 მილიონი ოპტიმალურად გაგვენაწილებინა - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მომდევნო წელს, საბავშვო ბაღები კვლავ პრიორიტეტული იქნება. დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულში პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. 7 ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და 13 ახალი პროექტის მომზადების პროცესში ვართ. ჩვენი პრიორიტეტია ასევე გამწვანება. დაგეგმილია არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ - პარკების, სკვერების განახლება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, პრიორიტეტია ასევე ქალაქის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.
„თუ წინა წლებში საშუალოდ ნახევარი მილიონი კვ.მ გზის საფარის გამოცვლა ხდებოდა, გასულ წელს ტემპი გავაორმაგეთ და 1 მილიონი კვ.მ გზის საფარის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. წელს კი, წლის ბოლომდე 1 400 000 კვ.მ-მდე ავდივართ. საგზაო სამუშაოები ამაზე ნაკლები არც მომავალ წელს იქნება. სწრაფი ტემპით ვიმუშავებთ, რომ გამოიცვალოს გზის საფარი და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასევე ახალი გზების მშენებლობა. მათ შორის გამოვყოფ „ვეფხი და მოყმის“ ტერიტორიიდან ვაშლიჯვრის გზისკენ ასასვლელ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების განტვირთვას მოემსახურება. მომდევნო წლის ბიუჯეტში რამდენიმე ასეთი პროექტია გათვალისწინებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ავარიული სახლების გამაგრების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 45 მრავალსართულიანი სახლი გამაგრდა.
„მრავალსართულიანი სახლების გამაგრების ტემპი მომავალ წელსაც არ იქნება დაბალი და დაახლოებით, იგივე რაოდენობის სახლის გამაგრებას ვფიქრობთ. ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაიონული გამგეობები დაფინანსებას გამოყოფენ დაბალსართულიანი სახლების გამაგრებისთვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში ჯამში, 10 გამგეობა 200-მდე ასეთი სახლის გამარგებას აფინანსებს და ეს პროცესი მომდევნო წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა თბილისის ავტოპარკის განახლებასტან დაკავშირებიტაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ინტენსიურ ფაზაშია.
„დეკემბერში 40 ახალ ავტობუსს ველოდებით, იანვარ-თებერვალში დამატებითი პარტიები შემოვა და მომდევნო წლის მარტამდე 143 გრძელი ავტობუსი გვეყოლება. დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის ჩანაცვლების პროექტის შემდეგ ეტაპზეც მუშაობს. განვიხილავთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, რის შედეგადაც ყველაზე საუკეთესო მოდელს შევარჩევთ. შემდეგი ეტაპის ავტობუსები ქალაქის ვიწრო ქუჩებზეა გათვლილი და შესაბამისად, შედარებით პატარა გაბარიტის იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თმით, მეტროსადგურ „ავლაბარსა“ და „სარაჯიშვილზე“დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.
„წელს მეტროპოლიტენის 20 ვაგონის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მომდევნო წელს 30 ვაგონის მოდერნიზაციას შევძლებთ. საბურთალოს ტერიტორიაზე შენდება დამატებითი მეტროსადგური, რომლის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება და უნდა დავამატოთ ერთი შემადგენლობა, რათა ვაგონების მოძრაობის ინტერვალი არ გაიზარდოს და მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდნენ. მეტროსადგურ „ავლაბარსა“ და „სარაჯიშვილზე“დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. ამასთან, მიმდინარეობს რამდენიმე სადგურის პროექტის მომზადება“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები 10 მილიონ ლარამდე შემცირდება.
„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია რამდენიმეჯერ მოხდა. ეს იყო რამდენიმე სამსახურის გაუქმება და უაზროდ მაღალი დანამატებისა და პრემიების შემცირება. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩვენ საერთო სამთავრობო გადაწყვეტილების ფარგლებში ვიქნებით და სხვადასხვა მიმართულებით ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მილიონ ლარამდე შევამცირებთ, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















