ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება - ეს არის მედიის თავისუფლება

საქართველო, თბილისი - 10:50 | 22.10.2015
ნანახია: 1633

ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება - ეს არის მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებში მთავრობის ჩართულობა აბსოლუტურად გამორიცხულია და ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება.
„ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველას მოვუწოდებ, დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე