მვკლელობა გორში - სოფელ რეხაში 40 წლამდე მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს

საქართველო, თბილისი - 18:10 | 07.11.2016
ნანახია: 1594

მკვლელობა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელში მეზობლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა 40 წლამდე მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე