ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შესაძლოა სეპარატისტებმა ალანია დაარქვან

საქართველო, თბილისი - 14:44 | 03.11.2016
ნანახია: 2747

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შესაძლოა სახელი გადაარქვან და მას ალანია უწოდონ. შესაბამის საკითხს ე.წ. პოლიტსაბჭოში განიხილავენ, რომელსაც სეპარატისტების ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ნოემბერში გამართავს. ამის შესახებ ”რია ნოვოსტის” ე.წ. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განა იანოვსკაიამ განუცხადა.

მისი თქმით, თიბილოვმა სახელის შეცვლასათან დაკავშირებით მზადყოფნა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოთქვა. მისივე თქმით, თიბილოვი მოქალაქეებისგან არაერთ წერილს იღებს, სადაც ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ”ისტორიული” სახელის - ალანიას ”დაბრუნებას” სთხოვენ.  იანოვსკაიას თქმით, მათ კონსულტაციები გაიარეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ისტორიკოსებთან.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მუშაობას აგრძელებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე