ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ს ტოვებს?

საქართველო, თბილისი - 11:03 | 30.10.2016
ნანახია: 1773

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიას ტოვებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გვარამია სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ვუყურებ ახალი პარლამენტის კომპოზიციას, ვაკვირდები ტექტონიკურ ძვრებს ქართულ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში და ვასკვნი, რომ რ2 ისე მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში, როგორც არასდროს. ფაქტიურად, უკანასკნელი ფანჯარაა დასავლეთში. 

აქვე ვეხმაურები გავრცელებულ ჭორებს - არსად არ მივდივარ, ვრჩები რ2ში და ბოლომდე ვიბრძოლებ მისი და ქვეყნის გადასარჩენად. რომც მინდოდეს წასვლა (და არ მინდა), ახლა ამის უფლებას მაინც არ მივცემდი საკუთარ თავს", - წერს ნიკა გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე