ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფინანსური დახმარება არამიზნობრივად იხარჯება

საქართველო, თბილისი - 12:14 | 21.10.2015
ნანახია: 2269

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება არამიზნობრივად იხარჯება. ამის შესახებ დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

”უკანასკნელ წლებში აფხაზეთი რუსეთისგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებდა. თუმცა მათ, ვისაც ამ რესურსებისადმი წვდომა ჰქონდათ, თავიანთი პირადი კეთილდღეობა გაიუმჯობესეს. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა კი კვლავ მძიმე პირობებში იმყოფება”, - აღნიშნა სეპარატისტების ლიდერმა.

მისივე თქმით, რუსეთის გარშემო რთული ვითარებაა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აფხაზეთის მდგომარეობაზეც.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას 2009 წლიდან ორი მიმართულებით იღებს. პირველ სფეროს მიეკუთვნება ძალოვანი სტრუქტურების, კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების თანამშრომლების ხელფასები. მეორე მიმართულება ითვალისწინებს ეკონომიკური სფეროს განვითარებას. 2014 წელს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმდა ე.წ.სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომლის თანახმად პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს 2015 წლისთვის ფინანსური დახმარების მოუცულობა 5 მლრდ რუბლამდე გაუზარდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე