საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა OECD-ის რეგიონული კონფერენცია გახსნა
საქართველო, თბილისი - 12:04 | 21.10.2015 ნანახია: 2117
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა, რომელიც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი.
ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია (IOTA), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული შეხვედრის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში.
ფორუმში მონაწილეობას იღებს ევროპის 15-მდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და საგადასახადო ადმინისტრაციების მაღალი დონის წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნული ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეროვნული ეკონომიკებისა და ბაზრების ინტეგრაციის ზრდის ფონზე, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო დაბეგვრის უკვე მოძველებულ წესებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის საშუალებას იძლევიან. ჩვენ გააზრებული გვაქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებში თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და იმის უზრუნველყოფა, რომ მოგება დაიბეგროს იქ, სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობა და იქნება ფასეულობა. მინდა ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის როლსა და ძალისხმევას, დანერგოს, შეიმუშაოს და არსებულ გამოწვევებს შეუსაბამოს საერთაშორისო დაბეგვრის მარეგულირებელი ჩარჩო ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მონაწილე მხარის ინტერესი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველო ჩართულიყო OECD-ის ფისკალურ საქმეთა კომიტეტის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე არის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გლობალური ფორუმის შემფასებელთა ჯგუფის წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებს ფორუმის საქმიანობაში, ახალი სტანდარტების შემუშავებისა და მათი შეფასების სისტემების შექმნაში.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ძალისხმევაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონალური შეხვედრის ორგანიზებაში. „დარწმუნებული ვარ, საქართველოში გამართული ეს შეხვედრა, იქნება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი საერთაშორისო დაბეგვრის სფეროში ერთიანი თამაშის წესების შემუშავების საქმეში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
რეგიონალური შეხვედრა 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მისი მონაწილეები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან რეგიონის ქვეყნები, როგორც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტის შედეგების იმპლემენტაციის პროცესში, ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, რეგიონის ქვეყნების საჭიროებების შესახებ, მათ შორის, მათი შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















