საქართველოში 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 28.10.2016
ნანახია: 1308

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლეები, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.
მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.
კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, კანდიდატების მცირე ნაწილს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა.
უვადოდ დაინიშნა რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე, მათ შორის მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე და გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე