დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 21.10.2015
ნანახია: 1847

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 2025 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 630 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1395 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარსექტემბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში 9 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე