ოზურგეთში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 27.10.2016
ნანახია: 1331

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ცენტრში მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მაღაზიიდან პროდუქტებთან ერთად, წაღებულია ნავაჭრი თანხაც.

შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.

როგორც "გურიის მოამბეს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ქურდობის ფაქტი გახსნილია და მომხდარში ის სამი პირი ფიგურირებს, რომლებიც ნატანებში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით, ქურდობა მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირაში, ეს ოზურგეთში მომხდარი ქურდობის მესამე შემთხვევაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე