გურჯაანში სიძემ ცოლის ძმა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 27.10.2016
ნანახია: 1409

გურჯაანის რაიონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიძემ ცოლის ძმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა სოფელ ზემო კაჭრეთში მოხდა. დაჭრილი 29 წლის მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას რამდენიმე ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე