რუსმა ოკუპანტებმა გატაცებული ილია თაყაძე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 27.10.2016
ნანახია: 2077

სამდღიანი ტყვეობისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე გათავისუფლებულია.

საოკუპაციო ზოლიდან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ის 23 ოქტომბერს გაიტაცეს და ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 30 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად ტყეში შეშას აგროვებდა.

ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რჩება უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქე. ამ თემაზე ქართულმა მხარემ ერგნეთის გუშინდელ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე