იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 21.10.2015
ნანახია: 1655

2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7309 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1645 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5664 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 4019 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე