გლდანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 191 941 ლარი დაიხარჯა
საქართველო, თბილისი - 15:08 | 24.10.2016 ნანახია: 1512
გლდანის რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე მოხდა ლიფტის რეაბილიტაცია, 1 ობიექტზე მოწესრიგდა შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და 1 ობიექტზე დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან, 191 941 ლარი გამოყო.
,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად ვხვდებოდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს, რა დროსაც, დაახლოებით 300-მდე კორპუსის თავჯდომარეს შევხვდი. შეხვედრებზე განვიხილავდით თითოეული კორპუსის პრობლემებს, საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ვმსჯელობდით. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება იმაში, რომ პროექტების მიზნობრიობა სწორად განსაზღვროთ. ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებ ცალკეულ კორპუსებში სტუმრობას, რათა ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,’’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაობი კიდევ არა ერთ მისამართზეა დაგეგმილი. კერძოდ, უახლოეს პერიოდში 14 კორპუსის სახურავი განახლდება, 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტს, 2 მისამართზე დამონტაჟდება მეტალის კარი, 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ, 2 კორპუსის სართულ შუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება და 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, , 200 000 ლარამდე გამოყოფს.
გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემები შეაჯამა. ამ მონაცემების მიხევდით, 1 450 305 ლარით, 162 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფინანსდა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















