მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკლერი ბელგიაში გამოაცხვეს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 24.10.2016
ნანახია: 1727

ბელგიის ქალაქ ვერვიეს კონდიტერებმა შოკოლადის ეკლერი მოამზადეს, რომლის სიგრძეც 676,6 მ-ია. შესაბამისად, აღნიშნული ეკლერი მსოფლიოში ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე გამოუცხვიათ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკლერის მოსამზადებლად 20 კონდიტერი 3 საათის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდი ნოტარიალურადაც დაამოწმეს, ის გინესების წიგნში მაიც არ შევა, რადგანაც ორგანიზატორებს შესაბამისი განაცხადი არ გაუკეთებიათ.

ეკლერის მომზადებას 70 კგ კარაქი, 2 ათასი კვერცხი, 50 კჰ ფქვილი და 300 ლ რძე დასჭირდა.

ყველა ეს იგრედიენტი კი 1,5 ათასი ევროს ღირებულების იყო.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 6 ათასი ნაჭრის გაყიდვისგან შემოსული შემოსავალი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაირიცხება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე