“ჰეროკრატიის“ მსახიობს სახელმწიფომ ბინა აჩუქა

საქართველო, თბილისი - 18:10 | 23.10.2016
ნანახია: 27833

მსახიობ ბექა გოდერძიშვილს ბინა აჩუქეს. ის, საზოგადოებამ გოგა ხაინდრავას სერიალიდან “ჰეროკრატია“ გაიცნო. ბექა გოდერძიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.

როგორც გაირკვა ის აქამდე თბილისში, ქირით ცხოვრობდა და სულ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფომ მას საჩუქრად ბინა გადასცა.

"აქამდე ქირით ვცხოვრობდი. ლტოლვილთა სამინისტროს დამსახურებით, სულ ცოტა ხნის წინ, ბინა გვაჩუქეს. შარშან შევიტყვეთ, რომ დევნილებს ბინებს ურიგებდნენ. ჩემმა სიდედრმა და მეუღლემ აპლიკაცია შეავსეს, რაზეც დადებითი პასუხი მოგვივიდა. ჩემი მეუღლის ოჯახი სამაჩაბლოდანაა, კერძოდ სოფელ ქურთადან. იქ პაპისეული სახლი ჰქონდათ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაინგრა", - განაცხადა ბექა გოდერძიშვილმა ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე