საავადმყოფოს პალატაში დაწყებული სიყვარულის ისტორია და ოჯახი, რომელიც ნახევართვეში შეიქმნა
საქართველო, თბილისი - 09:51 | 21.10.2016 ნანახია: 2470
დღემდე დავობენ იმაზე, არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება. ისინი ვინც სიყვარულს ისე ხსნიან, რომ ეს არის კარგი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ან მიჩვევა, ბუნუნებრივია ამას არ დაეთანხმებიან. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ამის სჯერა. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ერთი ნახვით შეყვარება არსებობს, უბრალოდ გრძნობის სიძლიერეა განსხვავებული ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე.
მხატვრმა მიშა ბერძენიშვილმა და მუსიკოსმა ნინო ბერიშვილმა ძალიან მოკლე ხანში შექმნეს ოჯახი. ხელოვანთა ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს და სიამოვნებით იხსნებენ, თავიანთ ორიგინალურ და რეტრო სტილში გადაწყვეტილ ქორწილს.
მიშა ბერძენიშვილი, მხატვარი:გვინდოდა რომ ჩვენი ქორწილი
ყოფილიყო განსხვავებული და არასტანდარტული. აქედან გამომდინარე დაგვებადა იდეა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა ძველებურ სტილში, ამიტომ ავარჩიეთ რეტრო. და დავიწყეთ მზადება, თან გვინდოდა, რომ ფოტოებიც განსაკუთრებული ყოფილიყო. ჩვენი მეგობარი ლაშა ფოტოგრაფია და ვთხოვეთ ამის განხორციელებაში დაგვხმარებოდა.
ნინო ბერიშვილი, საქსაფონისტი: ჩემი სურვილი იყო, რომ ყველაფერი მარტივი და ჩვეულებრივი ყოფილიყო. არ მინდოდა 500 კაციანი ქორწილი, დაუმთავრებელი სადღეგრძელოები და ალიაქოთი. ამიტომ გავაკეთეთ ვიწროდ და დახვეწილად რეტრო სტილში, სადაც შესაბამისად ჩაცმულები ვიქნებოდით იქნებოდა ჯაზი ფონურ მუსიკად და ქორწილი, რომელიც დასამახსოვრებელი იქნებოდა ყველასთვის და ესეც იყო რეალურად.
- ფოტოსესიის იდეა ვის ეკუთვნის? საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ფოტოებს.
- სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდით ფოტოსესიის გაკეთებას, უბრალოდ ფოტოების გადაღება გვინდოდა, მაგრამ როდესაც ლაშა მოვიდა ჩემთან სახლში და დამინახა ამ სტილში რეტრო სტილში ჩამული, გაგიჟდა. ეგრევე მითხრა, რომ ფოტოსესია უნდა გავაკეთოთოო. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სწორედ ისეთი ფოტოები გამოვიდა, როგორიც მინდოდა და წარმომედგინა.
ნინო: ეს ყველაფერი არის ლაშას დამსახურება, რადგან სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით გამოგვივიდა ასეთი არაჩვეულებრივი ფოტოსესია. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მხოლოდ ხელისმოწერა და ჯვრისწერა.
-
ამბობენ ხელოვანი ხალხი ძალიან რთულები და „სტრანი ტიპები“ არიანო. მართალია?
- ნინო: „სტრანები“ არ არიან. ძალიან ჩვეულებრივები არიან. ფარისევლური მომენტები არა აქვთ, ძალით არ ტიპობენ. რაც შეგვეხება მე და მიშას, ჩვენ ძალიან ერთნაირები აღმოვჩნდით.
მიშა: ყოველთვის მინდოდა ისეთი ადამიანი ყოფილიყო ჩემს გვერდით, ვისთანაც ვიქნებოდი თავისუფლად, კარგად და გვექნებოდა აბსოლუტურად ყველანაირი კომფორტი. ნინო, რომ გავიცანი ეგრევე ვთქვი, რომ ეს არის ის, ვინც ყოველთვის წარმომედგინა ჩემს გვერდით, რაშიც მოგვიანებით კარგად დავრწმუნდი.
- რა ნახეთ მასში ისეთი, რამაც მიიქცია თქვენი ყურადღება?
- დავინახე ის, რაც არ აქვს სხვებს.
- ანუ?
- გულწრფელობა, სიალალე და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ძალიან უცებ მოხდა მოვლენების განვითარება, ძალიან მალე გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა.
ნინო: თავიდანვე ჩანდა რომ ეს არ იყო გართობა.
- მიშა, სად გამოუტყდით პირველად სიყვარულში?
- ნინო, რომ გავიცანი მესამე დღეს წავედი იტალიაში და იქიდან რომ ჩამოვედი მოხდა, ისე რომ ჯანმრთელობის გამო მომიწია საავადმყოფოში დაწოლა. ჩემს სანახავად ნინო როცა მოვიდა, მაშინ გამოვუტყდი რომ მიყვარდა.
- ნინო, თქვენი რეაქცია როგორი იყო?
- ძალიან გამიკვირდა გამიხარდა,თავიდან მეგონა მომესმა არ ველოდებოდი ასე მალე ამის მოსმენას, თუმცა მე არაფერი მითქვამს იმ მომენტში. ზოგადად სიტყვა „მიყვარხარ“ თქმა არ მიყვარს. როცა დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, რომ ნამდვილად ასე იყო ვუთხარი რომ არანორმალურად მიყვარდა.
- თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ პლიუსი და მინუსის შემთხვევაში უფრო ეწყობიან ადამაინები ერთმანეთსო. ეთანხმებით?
მიშა: ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. იმდენად ჩემია და იმდენად ბევრი საერთო გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი და ორჭოფობა არ დამჭირვებია ჩემს გადაწყვეტილებაში. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს.
ნინო: ზოგადად ყველა ადამიანს ჰყავს თავისი იდეალი. ჩემს შემთხვევაში, მიშა აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაცნობისთანავე მომეწონა, შემიყვარდა და მივხვდი რომ ის იყო ჩემი და მთელი ცხოვრება მის დანახვას ვცდილობდი. ეს ყველაფერი ჰგავს ოცნებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება.
- როგორია თქვენი შემოქმედებითი თანაცხოვრება. ნინო უკრავს, თქვენ ხატავთ. ![]()
ალბათ, ნინო ხშირად იქნება თქვენთვის მუზის წყარო.
მიშა: ძალიან ბევრ რამეში ვეხმარებით ერთმანეთს. ნინო რომ ყოფილიყო მხატვარი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. ის, მუსიკოსია და ორმაგად მიხარია. დიახ, ნინო ჩემთვი არის მუზა. სწორედ, ამ მუზის წყალობით, ძალიან ბევრი ნახატი შემიქმნია.
ნინო, თქვენ როგორ მოგწონთ მიშას შემოქმედება?
- მიშას შემოქმედება ყოველთვის მომწონდა. ყოველთვის მშვიდ და ზღაპრულ გარემოს მიქმნიდა. მისი, ყველა ნამშევარი სიმშვიდეს მგვრის.
- მიშა, როცა თქვენი მომავალი მეუღლე გაიცანით, იმ პერიოდში თუ მოგსვლიათ მუზა და თუ დაგიხატავთ ნახატი?
- რა თქმა უნდა, მომსვლია, მაგრამ არ დამიხატავს. ვცდილობდი რომ ეს თემა დამემუშავებინა და არ მეჩქარა. მოგვიანებით დავხატე.
- დავხატე გოგონა მინდორში, პატარა გოგონასთან ერთად. თუ როგორი გამოვიდა, ამას ნინო გეტყვით.
ნინო: ძალიან ლამაზი ნახატია. ჩემთან ძალიან ახლოსაა. სავსე ნახატია. შეხედვისთანავე მიხვდები რომ ნახატი არის სრულყოფილი.
- მიშა, ახლა რაზე მუშაობთ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ვმუშაობ და ვემზადები გამოფენისთვის. გაზაფხულზე მინდა გავაკეთო პერსონალური გამოფენა, რომელსაც მუსიკალურად ნინო გააფორმებს.
- კომერციულად რამდენად მომგებიანია დღეს მხატვრობა? თუ აქაც გამართლებაზეა?
- ჩემს შემთხვევაში გამიმართლა. ერთხელ დავხატე თეთრი ბუ, გავიტანე გამოფენაზე რომელიც გალერეა ვანდაში მქოინდა 2014 წელს. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი გატანას, რატომღაც ამ ნახატმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა რასაც არ ველოდი ნამდვილად, მაგრამ გამოგიტყდებიოთ და გამიხარდა გულის სიღრმეში ამის შემდეგ ბუზეც მოთხოვნა გაიზარდა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა თეთრ ბუზე.
ლაშა შალამბერიძე, ფოტოგრაფი: გავოცდი როგორც კი ნინო დავინახე. იყო ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი. ამას და ემნატა ისიც, რომ მიშაც გამოიყურებოდა არაჩვეულებრივად, „თნამედროვე შარვალი, „პაჟები“ და ძალიან უცხო სტილში ეცვა. შესაბამისად, ფოტოსესია უნდა გაგვეკეთებინა განსხვავებული, რომ ის შედეგი მიგვეღო, რაც გვაქვს ფოტოების სახით. ბევრი ხვეწნის შემდეგ, წავიყვანე მცხეთის ვაგზალზე, სადაც გავაკეთეთ ფოტოსესია.
ესაუბრა გიორგი საკარული
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მსოფლიო
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
- საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიენე
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















