ბოლო 100 წლის მანძილზე წელს ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

საქართველო, თბილისი - 14:44 | 20.10.2016
ნანახია: 5493

ევროპელი სინოპტიკოსები ცნობით, ბოლო 100 წლის მანძილზე წელს ყველაზე ცივი ზამთარი იქნება.

მათივე რჩევით, დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და რაც შეიძლება მეტი თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. 

მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. მეტეოროლოგ დომინიკ იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი.

მეტეოროლოგი, ჯო ბასტარდი ეთანხმება ევროპელი კოლეგის განცხადებას:

"ამ სეზონზე განსაკუთრებული სიცივე იქნება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს არქტიკიდან მომავალი ჰაერის მასები, დიდი ოდენობით ევროპაზე გაივლის" - ამბობს ბასტარდი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე