თინათინ ხიდაშელი: 20 წელი ერთად! საამაყოა შენი ცოლობა

საქართველო, თბილისი - 18:51 | 19.10.2016
ნანახია: 1574

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს,

"20 წელი ერთად! თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა.კიდევ ბევრი წელი წინ არის.
ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად "სულ ცოტა ხანს მოგიპარავ" ბედნიერებისკენ მივდივართ. როდესაც ზოგჯერ კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო.

თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი...
სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა ბებია-ბაბუობა", - წერს თინათინ ხიდაშელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე