19 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი იწყება
საქართველო, თბილისი - 12:15 | 19.10.2016 ნანახია: 2275
თბილისის მოდის კვირეულს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით, თბილისის მოდის კვირეული 19 ოქტომბერს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
რიგით მე-14 სეზონი დღეს, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება თბილისის საკრებულოს დარბაზში, სადაც თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, გაიმართება ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს.
შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR & GIPSY SAMURAI, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა შინდელიშვილი, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI. კვირეულს ასევე ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint, რომელიც თავის ახალ კოლექციას წარმოუდგენს ქართველ მაყურებელს. კვირეული 23 ოქტომბერს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენს“-ში დაიხურება, სადაც დიდი წვეულება და მოდის ინსტალაცია/წარმოდგენა მოეწყობა. კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს შორის ასევე გაიმართება შამპანიურის ახალი ბრენდის LUCIANO დეგუსტაცია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan, www.le21eme.com. თბილისს ასევე ესტუმრება ცნობილი სტილისტი/ბლოგერი Oksana On, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს „კინემატოგრაფის და ხელოვნების გავლენა მოდაზე“. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Saks Fifth Avenue - Almaty, Portrait Store, PODIUM MARKET, KUZNETSKY MOST, Al Duca d’Aosta VENECIA - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.
18 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნა კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგინეს. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს.
2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც კვირეულის ერთგული პარტნიორია და რომლის სპეციალისტებიც ახლახან დაბრუნდნენ პარიზის მოდის კვირეულიდან, სადაც რამდენიმე ჩვენებაზე იმუშავეს.
დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 13 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.
ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI
მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ოფიციალური კოსმეტიკა - MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”
ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, iStudio, Luciano, Brotmeister.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”
გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.
დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“, თბილისში ექსკლუზიურადგილას დაიდებს ბინას - სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილიუნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიულიცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















