ბათუმში კაკაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:50 | 20.10.2015
ნანახია: 1714

ბათუმში კაკაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯამში, ასფალტი 8 827 კვ მ ტერიტორიაზე დაიგება. ქუჩაზე უკვე მოეწყო 918 გრძ. მ სიგრძის სანიაღვრე არხი და 5 ცალი ცხაურიანი სანიაღვრე ჭა. კაკაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეგაკონსტრაქშენი“ ასრულებს. ბიუჯეტი 580 ათასი ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე