სოფელ გლოლაში ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 12:50 | 22.09.2015
ნანახია: 2265

ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება.

ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე