გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:28 | 17.10.2016
ნანახია: 1448

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

იდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

როგორც დღეს გამათულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ აღნიშნა, შსს-მა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს. აღნიშნული საქმე გახსნილია. 

მისივე თქმით, მიმდინარე საგამოძოებო მოქმედებების ფარგლებში,  სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე