საგანგებო ბრიფინგი 12:00 საათზე - შსს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე განცხადებას გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 17.10.2016
ნანახია: 1699

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართება. 

ბრიფინგი 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული. 

შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე 7 ოქტომბერს გახსნილად გამოაცხადა. 

გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ფაქტთან კავშირში მყოფი პირი,  მიმდინარეობს მისი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინის ჩხრეკა. 

გივი თარგამაძის მანქანა თბილისში 4 ოქტომბერს აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე