საქართველო ბულგარელ ბიზნესმენებს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 20.10.2015
ნანახია: 1764

საქართველო ბულგარელ ბიზნესმენებს უმასპინძლებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს, თბილისში სასტუმრო „ვერე პალასში“ ბულგარეთის ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიმართება.

პალატის ინფორმაციითვე, აღნიშნულ ფორუმს სტუმრობს ბულგარეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ავეჯის წარმოების სფეროდან, 12 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები იქნებიან. ფორუმის ფარგლებში მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები ბულგარელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის. კომპანიები წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ავეჯსა და ინვენტარს, როგორც სამედიცინო, ისე კაფე/რესტორნის, საოჯახო და ა.შ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე