კახა კალაძე: აუცილებელია რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება

საქართველო, თბილისი - 14:16 | 20.10.2015
ნანახია: 1666

აზერბაიჯანს არ აქვს რესურსი დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა და ამიტომ აუცილებელია მოხდეს რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღება, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ გაზპრომთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთება არაჯანსაღი ეიფორიაა.

"მაქსიმალურად გადავდეთ განცხადება იმ არაჯანსაღ ეიფორიაზე, რაც ბოლო დროს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა ატეხილი გაზპრომთან სამუშაო შეხვედრის გამო. რატომ არ ჰქონდა დამატებითი მოცულობები? - ეს კითხვა აზერბაიჯანს დავუსვათ. მაშინ მე გეკითხებით რატომ აფორმებს აზერბაიჯანი ხელშეკრულებას გაზპრომთან, თუ მათ აქვთ მოცულობები, რომ გამოიყენონ შიდა ბაზრისთვის. მე ვერ გეტყვით, რა ფასი იქნება. თუ მისაღები ფასი იქნება, ალბათ, ამ პროექტს განვახორციელებთ," - აცხადებს კახა კალაძე.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე