10, 7 მლნ დოლარად გაყიდული ფრანს ჰალსის ტილო ყალბი აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 12.10.2016
ნანახია: 2358

ნახატი, რომლის ავტორადაც ჰოლანდიელი ფერმწერი ფრანს ჰალსი იყო მიჩნეული და ”სოთბის” აუქციონზე 2011 წელს 10, 7 მლნ დოლარად გაიყიდა, ყალბი აღმოჩნდა.

როგორც ”სოთბის” განცხადებაშია ნათქვამი, გარიგება ანულირებულია. კლიენტს გადახდილი თანხა მთლიანად დაუბრუნეს, როგორც კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტილო ”უცნობი მამაკაცის პორტრეტი” ნამდვილი არ იყო.  

აუქციონის სახლის ცნობით, ნახატის გამყიდველთან შეთანხმებით მის ახალ მფლობელს ტილოს ნამდვილობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობეს. ნახატს ტექნიკური ანალიზი ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ მისი შექმნისას გამოყენებული იყო თანამედროვე მასალები.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე