ბათუმში ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 11.10.2016
ნანახია: 1742

ბათუმში ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, სავაჭრო ობიექტებიდან წაღებულია სუვენირები, ტანსაცმელი და სურსათი.

ყაჩაღობის დროს მიმდებარე უბანზე ელექტროენერგია იყო გამორთული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე