ახალგაზრდა ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი ტუალეტში ჩააგდო

საქართველო, თბილისი - 10:03 | 11.10.2016
ნანახია: 1923

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი ტუალეტში იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას 2030.news ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი ტუალეტში ჩააგდო.

მათივე ცნობით, ქალს სამი შვილი ჰყავს, მეუღლე კი, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.

ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარი შსს-ში დაადასტურეს. გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობოლის მკვლელობას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე