თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 18 %-ით გაეზარდა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 20.10.2015
ნანახია: 1835

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 18 %-ით გაეზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სულ  1 მლნ 432 ათას 631 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.80%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და ასევე 29,40 %-ით მეტია 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2014 წლის იანვარ-სექტემბერში  1 მლნ 216 ათას 139 მგზავრს, ხოლო 2013 წლის 9 თვეში 1 მლნ 107 ათას 167 მგზავრს მოემსახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე