კობა ხაბაზი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 18:02 | 10.10.2016
ნანახია: 1758

„თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ხაბაზი მოწმის სახით იკითხება.

უწყების ცნობით, საქმე ეხება ბოლო დროს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს და "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების განცხადებებს მოსალოდნელი დესტაბილიზაციების შესახებ. 

საქმე 315-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე