"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 14:27 | 08.10.2016
ნანახია: 1929

თავდასხმა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებზე თბილისში, ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას რუსთავი 2 ავრცელებს. მონიტორებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს 48-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ტელეკომპანიის ცნობით, მას შემდეგ რაც დამკვირვებლებმა, საარჩევნო უბანი დატოვეს და სახლში წავიდნენ, მათ 4 ავტომობილი აედევნა. სახლთან მისულები კი სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

დაზარალებულები მამა-შვილი არიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე