ბიშკეკსა და თბილისს შორის, შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 20.10.2015
ნანახია: 2246

ბიშკეკსა და თბილისს შორის, შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს. ყირგიზეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა არსებობდეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ვალერი დილის ვიზიტისას გახდა ცნობილი.

„ყირგიზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან და მთლიან რეგიონთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები გააღრმაოს. ამისათვის კი სატყრანსპორტო მიმოსვლის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყირგიზეთი გთავაზობთ განიხილოთ პირდაპირი რეგულარული ავიარეისების დანიშვნა მარშრუტზე: ბიშკეკი-თბილისი-მაინის ფრანკფურტი“ ციტირებს მინისტრის განცხადებას მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე