ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 07.10.2016
ნანახია: 1699

ქუთაისში წუხელ, გვიან ღამით ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი  თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის დამართლის საქმე. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე