დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 20.10.2015
ნანახია: 1991

ნასას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გიგანტური ასტეროიდი, რომელიც დედამიწას 31 ოქტომბერს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდება. სააგენტოს ინფორმაციით, ციური სხეული უჩვეულოდ მაღალი სიჩქარით - 35კმ/წმ-ში მოძრაობს.მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდი დედამიწას 499 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

ასტეროიდის დიამეტრი 280-დან 620 მეტრს შეადგენს. პროგნოზის თანახმად, ციური სხეული დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ბოლოს უდიდესმა ასტეროიდმა ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს 2006 წელს ჩაუარა. მსგავსი მოვლენა 2027 წლის აგვისტოში მოხდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე