ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე მივიდა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 06.10.2016
ნანახია: 1569

ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლეიშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა. ილია ნიკოლეიშვილი სუს-ში რამდენიმე დღის წინ იყო დაბარებული, თუმცა სუს-სა და ილია ნიკოლაიშვილს შორის ურთიერთშეთანხმებით ის საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოცხადდა.

“დაბარებული ვარ შეთქმულების მუხლთან დაკავშირებით, სასაცილო და ბოდვაა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს. ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით სიმბოლურად. მინდა, რომ ფოსტით გავუგზავნო თავის შუშის კოლბაში”, - განაცხადა ილია ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის გამოყენებასაც "ნაციონალური მოძრაობა" არეულობებისთვის ჰამოყენებს, ილია ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე