ყაჩაღობა ოზურგეთში - დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 15:53 | 06.10.2016
ნანახია: 1511

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, ერთი ადამიანი დაიჭრა წუხელ გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად.

წინასაწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა, გორგაძეების საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. დაჭრილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ნ. გორგაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის მედპერსონალი აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

წყარო: გურიის მოამბე





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე