პირველად საქართველოში - ჰომოსექსუალებზე სკანდალურ ფილმს იღებენ
საქართველო, თბილისი - 12:21 | 06.10.2016 ნანახია: 3143
საქართველოში ჰომოსექსუალებზე სკანდალურ ფილმს იღებენ. როგორც ფილმის ავტორი ამბობს, ეს იქნება მისტიური ჟანრის ფილმი, სადაც მთავარ როლს გეი წყვილი შეასრულებს. მისივე თქმით, არასტანდარტულ სასიყვარულო ისტორიაში მონაწილეობას მიიღებს ჰეტერო სექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მამაკაცი შეუყვარდება...
,,ფილმი არის ფსიქოლოგიური დრამა. ამ ფილმით ჩვენ ქართველ საზოგადოებას ვანახებთ, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობა არსებობს და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით და ადამიანური გრძნობებით. ფილმი არ იქნება წამახალისებელი ამ საკითხის მიმართ, თუმცა ქართველი საზოგადოება უნდა იყოს ლოიალური ამ თემის მიმართ ვინაიდან ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. ვიმედოვნებ ეს ფილმი არ გამოიწვევს საზოგადოებაში აგრესიას. ფილმში ქართველი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თემის ძალზედ სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას ფილმის ავტორმა ბექა ბალიაურმა.
ფილმის ოფიციალური მხარდამჭერი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია LGBT WORLD.
„საქართველოში ამ ფილმით მოხდება ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ არის დაავადება, არ არის ცოდვა და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. როგორც სხვა ყველა დანარჩენის“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას LGBT WORLD-ის დირექტორმა ავთანდილ კონცელიძემ.
ცნობისთვის, ფილმის ოფიციალური პრემიერა 2017 წლის 17 მაისს საქართველოში გაიმართება.
17 მაისი გახლავთ ჰომოფობიასთან და ტრანს ფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ასევე საქართველოში ეს დღე გამოცხადებულია ოჯახის სიწმინდისა და ერთიანობის დღედ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















