მსოფლიო ბაზარზე შაქარი ძვირდება

საქართველო, თბილისი - 10:51 | 20.10.2015
ნანახია: 1635

ბოლო 3 თვის განმავლობაში შაქრის ნედლეულის ფუჩერსები 16 %-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2013 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ოქტომბერში შაქრის ნედლეულის ფასი 11 %-ით გაძვირდა. 22 ნედლეულს შორის, გარდა ვერცხლისა, ყველაზე მაღალი გაძვირების მაჩვენებელია.

ორშაბათს ICE Futures U.S-ის ვაჭრობაზე შაქრის ნედლეულის ფუჩერსების ფასი, ფუნტზედ 14,43 დოლარამდე გაიზარდა.

ორგანიზაცია International Sugar Organization-ის (ISO) ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო შაქრის ნედლეული მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება. მათი ანგარიშით, 2016 წლისთვის შაქრის ნედლეულის დეფიციტი 6,2 მლნ ტონას მიაღწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე