ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 04.10.2016
ნანახია: 1304

ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ორი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, რამდენიმე წუთის წინ პოლიციას ჩაბარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინდუაშვილის შვილი ავრცელებს. ოჯახის ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე