საზარელი მკვლელობა სოფელ ტბეთში - საკუთარ სახლში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 04.10.2016
ნანახია: 1932

მკვლელობა წალკის რაიონში - წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მალხაზ პაქსაძის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლს ბენზინი გადაასხა და გადაწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი. მათ წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული, ერთ-ერთი მათგანი განზრახ მკვლელობაა.

დანაშაულის მოტივად ყოფითი პრობლემები სახელდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე