მეჯვრისხევში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:58 | 04.10.2016
ნანახია: 1762

გორის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების სოფელ მეჯვრისხევის საკრებულოს დებუტატი ალექსანდრე ბუჯიაშვილი და ადგილობრივი მცხოვრები დაჭრეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭრილობა ორივეს სოფლის გამგებელმა მიაყენა. პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის მედეა აბაშიძის მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება და ინციდენტში მონაწილე პირები ამ ფაქტს უარყოფენ და მის დამალვას ცდილობენ.

წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დაძაბვაში აბაშიძე ხელისუფლებას ადანაშაულებს.  დაჭრილებს სამედიცინო დახმარება გორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე