1-2 ოქტომბერს, ბათუმში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:07 | 30.09.2016
ნანახია: 1760

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-2 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიმართება.

წელს, ფესტივალი სამ ძირითად ღონისძიებას აერთიანებს: კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს, სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენასა და სატელევიზიო  პროდუქციის გამოფენას.

სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ლიდერი სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები (Panasonic, Canon, Sony, RTS, Evertz, LiveU, Manfrotto, Rosco, S-A-M, SoftLab, Fujinon, Egripment), ისინი ასევე ჩაატარებენ პრეზენტაციებს ტელევიზიების ტექნიკური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე